
აუდიტის სამსახურმა ზოგადი განათლების სფეროში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში, STEM-ში გოგოებს ბიჭებზე უკეთესი აკადემიური შედეგები აქვთ, თუმცა, ამ მიმართულებაზე უმაღლესში გოგოები ნაკლებად აბარებენ. აუდიტის განმარტებით, გოგოებს გააჩნიათ დაბალი ინტერესი/მოტივაცია, რაც აიხსნება ქალსა და მამაკაცთან დაკავშირებული სტერეოტიპებითა და კულტურული ფაქტორებით, რომლებიც ხელს უშლის მათ პროფესიულ წინსვლას