
STEM სკოლაში 200 მოსწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიატია
ინჟინერიით, ტექნოლოგიებით და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს უკვე მესამე წელია ახორციელებს. პროექტის მიზანი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებაა. იმისათვის, რომ STEM სკოლაში სწავლა საქართველოს მასშტაბით მცხოვრები, თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. ამასთან