
თბილისის აეროპორტში პირველი ბრენდირებული სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT გაიხსნა – ინტერვიუ ინვესტორთან
საქართველოში პირველად, თბილისის აეროპორტში ბრენდირებული სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT გაიხსნა. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 10 მილიონ ევროს შეადგენს, ფრანგი ინვესტორის ჯონ დოდელანდის და კომპანია Fujin Silk Properties LLC-ის ინვესტიციით განხორციელდა. ინვესტიციის ძირითადი წილი ფრანგ ინვესტორს ჯონ დოდელანდს ეკუთვნის, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ნაწილობრივ საქართველოს ბანკმა უზრუნველყო. ibis TBILISI AIRPORT-ის სასტუმრო მასშტაბური, 39,000 მ² კომპლექსის განვითარების პირველ