
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის 2025 წელი შედარებით სუსტად დაიწყო. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზარს ეხება. “თიბისი კაპიტალის” თანახმად, დედაქალაქში გაყიდვები პირველ 2 თვეში წლიურად 5%-ით შემცირდა, რაც ძველი ბინების გაყიდვების კლებითაა გამოწვეული. თბილისში ახალი ბინების გაყიდვები 2025 წლის იანვარში საგრძნობლად გაიზარდა წლიურად, თუმცა თებერვალში ტრანზაქციები შენელდა.