
სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია
სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით Tbilisi Gastro Week – საქართველოში პირველი გასტრონომიული ფესტივალი გაიხსნა. 18-22 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეწვევიან მსოფლიოში ცნობილი მიშლენის ვარსკვლავი შეფები და კულინარიული ექსპერტები. კვირეული აერთიანებს ექსკლუზიური ვახშმების სერიას და ვორქშოპებს, სადაც თითოეული საღამო ეთმობა მოწვეული შეფისა და ქართველი შეფის მიერ შექმნილ გამორჩეულ კერძებს.წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა – მდგრადი გასტრონომია.Tbilisi Gastro Week