
განათლება ძალადობის წინააღმდეგ – „მირაბალდები“ Tegeta.care-ზე
რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გარემოს, როცა წარსულისა და მომავლის გზაჯვარედინზე დგახარ და ცვლილებებისთვის გამბედაობას იკრებ? რა დატვირთვა აქვს ამ პროცესში ფერს, სიტყვას, წაკითხულ წიგნს, განწყობას, რომელიც მცირე დეტალებს მოაქვს? სახელმწიფო თავშესაფრებში მცხოვრები ძალადობაგამოვლილი ქალების ტრავმულ გამოცდილებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდებმა“ მყუდრო ოთახი, წიგნები და ფიქრის შესაძლებლობა დაუპირისპირა, როგორც გადარჩენისა და ცხოვრების ღირსეულად გაგრძელების ინსტრუმენტები. ორგანიზაცია