
„თეგეტა მოტორსში“ ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. სწრაფი სერვისების დანერგვის გადაწყვეტილება „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლის შემდეგ მიიღო. კომპანია, რომელიც მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნავს, ხარისხიან სერვისს ახლა უკვე უმოკლეს დროში სთავაზობს. ნიკა მაღრაძე, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალის დირექტორი: „ჩვენთვის მომხმარებლის კომფორტი და უსაფრთხოება განსაკუთრებით