
საერთო სამუშაო სივრცის პიველი ქართული აპლიკაცია – Terminal Co-working-ი
ტერმინალმა საერთო სამუშაო სივრცის პირველი ქართული აპლიკაცია შექმნა. Termianl Co-working- ი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელიც დაინტერესებულია სამუშაო სივრცის შერჩევით და სარგებლობით. აპლიკაციით მარტივდება ნებისმიერი პროცედურა, დაწყებული ადგილის ან სერვისის შერჩევით, დასრულებული შეხვედრების ოთახების დაჯავშნით. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სიმბოლურიც იყო, როგორც ამ ინდუსტრიის პირველ წარმომადგენლებს საქართველოში, ტერმინალს პირველს შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის აპლიკაცია. მიზანი იყო, კიდევ უფრო გაგვემარტივებინა