
მერილ სტრიპმა, შესაძლოა, ნარნიას ლომის როლი მოირგოს
მერილ სტრიპი, სავარაუდოდ, კინოეკრანებს უბრუნდება. როგორც Deadline-ში წერენ, ლეგენდარული მსახიობი, შესაძლოა, გრეტა გერვიგის Netflix-ის ახალ ფილმში ვიხილოთ, რომელშიც ის ასლანის როლს შეასრულებს. გამოცემების ცნობით, 75 წლის მერილ სტრიპი ფილმში მონაწილეობის თაობაზე პროდიუსერებს ესაუბრება. თავად ფილმი კი, რომლის სახელი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, კლაივ სტეიპლზ ლუისის ცნობილი სერიის „ნარნიას ქრონიკების“ ერთ-ერთი წიგნზე — „ჯადოქრის დისშვილზე” იქნება