
გიორგი შინჯიკაშვილის მამა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ფიზიკურად გაუსწორდა – ნოდარ მელაძე
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ტელეკომპანიის ჟურნალისტ, მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს აღენიშნებათ დაზიანებებიც. ჟურნალისტი ამბობს, რომ „TV პირველის” გადამღები ჯგუფი გიორგი შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა და გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ შეკითხვებს შინჯიკაშვილის მამას უსვამდა.