
ULC ტერმინალმა ახალი ლოჯისტიკური ჰაბი შექმნა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ULC ტერმინალმა ახალი სასაწყობე ჰაბი შექმნა. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად საქართველოს ბანკის მიერაა დაფინანსებული. ახალი სასაწყობე მეურნეობა 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და საბაჟო საწყობს, საოფისე, კომერციულ და ადმინისტრაციულ შენობებს აერთიანებს. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჰაბი უზრუნველყოფს საქონლის უსაფრთხო