
Waime Spices საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოვდა – სად გადის ქართული სანელებელი?
ქართული სანელებლების მწარმოებელი კომპანია Waime Spices საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოვდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიამ BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, გაზრდილი საექსპორტო მოთხოვნის ფონზე, კომპანიამ ორი ახალი ბაზარი – შვეიცარია და სლოვაკეთი დაიმატა, პარალელურად კი, ლატვიის ბაზარზეც განაგრძობს პროდუქციის მიწოდებას. „წელს, ექსპორტზე აშკარად გვაქვს მოთხოვნა გაზრდილი. შვეიცარიაში, ლატვიასა და სლოვაკეთში ვაგზავნით სანელებლებს. ამ ბაზრებიდან შვეიცარიასა და სლოვაკეთში პირველი