
რატომ იზრდება პლატინის ფასი?
სასაქონლო ბირჟაზე პლატინის ფასი მკვეთრად იზრდება. ბოლო ერთ კვირაში, ძვირფასი მეტალი 14%-ით გაძვირდა და უნციაზე $1,220-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. გაცილებით დიდია ზრდა, რომელიც ძვირფასმა ლითონმა ერთი თვის ჭრილში დაფიქსირდა, რადგან ამ მოკლევადიან პერიოდში უნცია პლატინის ფასი 25%-ითაა გაძვირებული. პლატინა პლანეტაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მეტალია, რომელიც, უმეტესწილად, ავტომობილის კატალიზატორების წარმოებაში, ნავთობის გადამუშავებაში და ქიმიურ და ელექტრულ