
მასკმა X თავის AI კომპანიას მიჰყიდა – გარიგება $33 მილიარდადაა შეფასებული
ილონ მასკის კომპანიამ xAI-მ ასევე ილონ მასკის სოციალური ქსელი X (ყოფილი twitter) შეიძინა გარიგებით, რომელიც X-ს $33 მილიარდად აფასებს და საშუალებას იძლევა, ხელოვნური ინტელექტის კომპანიის ღირებულება X-ის თანაინვესტორებს გაუზიაროს. შეთანხმება, სავარაუდოდ, ასევე მოიაზრებს X-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის, Grok-ის გაწვრთნას. “xAI-სა და X-ის მომავალი გადაჯაჭვულია. დღეიდან ოფიციალურად დავიწყეთ მონაცემების, მოდელების, გამოთვლების, ტალანტების კომბინირება. ახალი კომბინაციით xAI