
ზვიად სხვიტარიძემ აშშ-ში საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting დააფუძნა – რას სთავაზობს მომხმარებლებს?
ეკონომიკისა და სამართლებრივ საკითხებში ცნობილმა ექსპერტმა, ზვიად სხვიტარიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting დააარსა. როგორც მან BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, კომპანია, რომელიც სულ რამდენიმე დღეა რაც ამოქმედდა, უცხოურ ბიზნესებს აშშ-ის ბაზარზე შესვლის ან მათი საქმიანობის დივერსიფიკაციისთვის სრულ საკონსულტაციო მხარდაჭერას გაუწევს. ზვიად სხვიტარიძის თქმით, ZTN Consulting კომპანიებს ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება, მათ შორის აშშ-ში საქმიანობის