TBC UZ-მა Triple Jump-ისგან $12.5 მილიონი მოიზიდა

TBC UZ-მა Triple Jump-ისგან $12.5 მილიონი მოიზიდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული “თიბისი ჯგუფის” შემადგენლობაში შემავალმა “თიბისი უზბეკეთმა” ნიდერლანდური საინვესტიციო კომპანია Triple Jump-ისგან $12.5 მილიონი მოიზიდა, რომელსაც საკუთარი საინვესტიციო ბაზის დივერსიფიცირებისთვის და ცენტრალურ აზიაში ფინანსური ინკლუზიურობის გასაზრდელად გამოიყენებს. ამ თანხით “თიბისი უზბეკეთი” SME-სექტორისთვის განკუთვნილ საკრედიტო პორტფელს დააფინანსებს, რომლის გამოშვება ბაზარზე უახლოეს მომავალში იგეგმება.

აღნიშნული გარიგებით, Triple Jump-ის მიერ “თიბისი უზბეკეთისთვის” გამოყოფილი სახსრების ჯამურმა მოცულობამ $22.5 მილიონი შეადგინა. ამასთან, გასულ წელს კომპანიამ $20 მილიონი შვეიცარიული საინვესტიციო კომპანია Blue Orchard-ისგან მოიზიდა, ანუ ბოლოდროინდელი ფინანსური კონტრიბუციების ჯამური მოცულობა $45 მილიონს შეადგენს. როგორც “თიბისიში” ამბობენ, კომპანია დაფინანსების მოზიდვას აგრძელებს, რადგან ეს უზბეკეთში გრძელვადიანი გაფართოების ჩარჩოს ნაწილია.

ამ დროისთვის, „თიბისი უზბეკეთი“ სამ ფინტექ-კომპანიას აერთიანებს, ესენია:

TBC UZ – უზბეკეთის უდიდესი ციფრული ბანკი;
Payme – ციფრული გადახდების პლატფორმა ფიზიკური პირებისა და მცირე ბიზნესისთვის;
Payme Nasiya – სწრაფად მზარდი განვადების სერვისი.

შედეგად, “თიბისის” ეკოსისტემას უზბეკეთში 19.7 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი იყენებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *