სწორედ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, 15 მაისს ექსპო ჯორჯიაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა და Informa Academy-ს CEO | CXO Transform – დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რობი ლეველინმა ჩაატარა ლექცია თემაზე – Enabling Digital Transformation at Scale – From Strategy to Execution, რომელსაც სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები დაესწრნენ.
„ჩვენი პარტნიორობა Crossroads-თან გვაძლევს საშუალებას მივცეთ პროფესიული ზრდა მაღალი პოტენციალის მქონე რეგიონებს“, – განაცხადა Informa Connect Academy-ის რეგიონულმა დირექტორმა ნიკოლა ბელლმა. „ჩვენი გლობალური სწავლის გამოცდილებით და Crossroads-ის ღრმა ცოდნით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის გამოწვევებს კავკასიის რეგიონში და გავაძლიეროთ ისინი თანამედროვე ცოდნის და უნარების განვითარებით“.
THE Crossroads როლი მნიშვნელოვანია რათა პროფესიული სწავლება იყოს მორგებული რეგიონის მოთხოვნებზე ისე, რომ პრაქტიკული სწავლება მთლიანად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. პირველი ერთობლივი პროგრამები საქართველოში და აზერბაიჯანში განხორციელდება.
„Informa Connect Academy-ს აქვს საზღვრებს მიღმა განათლების და სწავლების დიდი ხნის ავტორიტეტი და პრაქტიკა“, აღნიშნავს Crossroads-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ კობახიძე. „ჩვენ ვამაყობთ, რომ მათთან ერთად ვთანამშრომლობთ უფრო სწრაფი, გამოცდილი და მცოდნე სამუშაო ძალის ჩამოყალიბებისთვის კავკასიის მასშტაბით.
Informa Connect Academy პროფესიული სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 30 ქვეყანაში ახორციელებს სასწავლო პროგრამებს და ხელს უწყობს პროფესიონალებს შეიძინონ უნარები ძირითად დისციპლინებში, მათ შორის ლიდერობა, სტრატეგია, ციფრული ტრანსფორმაცია, ადამიანური რესურსები და ფინანსები.