TheWine – რას სთავაზობს მომხმარებელს პრემიალური ღვინის ონლაინ მაღაზია?

TheWine – რას სთავაზობს მომხმარებელს პრემიალური ღვინის ონლაინ მაღაზია?

“თბილღვინო” პრემიალური ღვინის ონლაინ მაღაზია დივაინის (thewine.ge) საშუალებით მომხმარებლებს საუკეთესო ღვინოებს სთავაზობს მთელი მსოფლიოდან. დივაინის კოლექციებში შეხვდებით იტალიურ, ფრანგულ, ახალ ზელანდიურ, ამერიკულ და ქართულ ღვინოებს.

როგორც “თბილღვინოს” მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგველაშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში უცხოური ღვინის მოთხოვნა მზარდია და სწორედ ეს გახდა დივაინის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი.

“ღვინის მაღაზიებში ან უბრალოდ რესტორნებში თუ შეხვალთ, შეგხვდებათ მეტი და მეტი უცხოური ღვინოები. ეს ალბათ ბუნებრივიც არის, ქართველი მომხმარებელი უფრო გათვითცნობიერებული ხდება უცხოურ ღვინოებში, აინტერესებს რომ ისწავლოს, რაც მხოლოდ დადებითია. ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ, რომ უცხოური ღვინის ქართველი მომხმარებლისთვის გაცნობა სწორი იქნებოდა. გადავწყვიტეთ ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება, კონტაქტები გამოგვეყენებინა ამ მიმართულებითაც”,- ამბობს ალექსანდრე მარგველაშვილი.

მისივე თქმით, მიზანია ქართველ მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხზე ჰქონდეს წვდომა, ამიტომ ეს პროექტი ნაწილობრივ შემეცნებით ხასიათსაც ატარებს.

“ჩვენ თითქმის 30 წელია საოჯახო მეღვინეობა ვართ. როდესაც საქმიანობა დავიწყეთ, არ იყო საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობაში საკმარისი კომპეტენცია იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე ავსულიყავით, ამიტომ ყოველთვის ვმუშაობდით საერთაშორისო კონსულტანტებთან.

ორი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ იმპორტის მიმართულება დაგვეწყო. ჩვენი გუნდის რესურსებით მოვიკვლიეთ, ამაში ასევე დაგვეხმარნენ საერთაშორისო კონსულტანტები. შევარჩიეთ ცნობილი ღვინის ქვეყნებიდან ფლაგმანი რეგიონების საუკეთესო მეღვინეობები, რომლებიც უცხოეთში ყველა კარგი რესტორნის ღვინის სიაში შეგხვდებათ”,- ამბობს ალექსანდრე მარგველაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *