აღსანიშნავია, რომ 2024 წელს არარეზიდენტ მიმწოდებლებთან ტენდერების მეშვეობით გაფორმებული „ტოპ 10“ ყველაზე მსხვილი ხელშეკრულების ღირებულებამ 120 მლნ ლარს გადააჭარბა.
2024 წელს, უცხოურ მომწოდებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის ყველაზე მსხვილი იყო რუსთავის მუნიციპალიტეტის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 19,850,880 ლარი იყო. მიმწოდებელი კი თურქული კომპანიაა.
“ტოპ 10” ხელშეკრულება ღირებულების მიხედვით კი შემდეგია:
ცნობისთვის, გასული წლის მაისში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group Co-სთან გააფორმა ₾212,5-მილიონიანი ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის თანახმად, TOP-10-ში არ არის შეყვანილი. თუმცა ცალკე სიაში, რომელიც დონორის მიერ დაფინანსებული პროექტებს ასახავს, შეყვანილია. მიზეზზე bm.ge-მ შესყიდვების სააგენტოს კითხვით მიმართა და პასუხს ელოდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა – გველეთის საავტომობილო გზის კმ 0+440 კმ 4+940 (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობას ეხება.