ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფოტოგრაფსა და ჟურნალისტს მეთ დუთაილს მასპინძლობს.
“ტურის ფარგლებში, მეთ დუთაილი თბილისსა და მცხეთას ესტუმრა. მოგზაური ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გაეცნო ქართულ კულტურას, ტურისტულად საინტერესო ადგილებს, მუზეუმებს, გალერეებს, ქართულ მოდასა და კულინარიას. ტურის დასრულების შემდეგ ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და თბილისის შესახებ 6-გვერდიან სტატიას მოამზადებს, რომელიც სამოგზაურო ჟურნალში Travel + Luxury Magazine გამოქვეყნდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოფიციალური სტატისტიკით, აშშ-დან საქართველოში წელს 7 558 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა. ეს ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე – 8 169 ვიზიტზე.
2024 წელს კი 51 728 ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელსაც აჭარბებდა.
აშშ-დან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები