trivo – ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის

trivo – ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის

როგორც წესი, მცირე და საშუალო ბიზნესს ახასიათებს მაღალი საგადასახადო რისკები, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული. მათ შორისაა რესურსების სიმწირე, დაბალი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი, ლეგალურობის დაბალი ხარისხი და ა.შ. ამ ზომის კომპანიების უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ პერიოდულად დაიქირაოს აუდიტორული კომპანია თუ ინდივიდუალური სპეციალისტი და შეამოწმოს საკუთარი ბუღალტერიის და საგადასახადო ანგარიშგების წარმოების ხარისხი. რაც, შედეგად დაუცველს და მოწყვლადს ხდის მათ პოტენციური ფინანსური, რეპუტაციული და რიგ შემთხვევებში სამართლებრივი რისკების მიმართ.

ამ გამოწვევევის სიღრმისეული ანალიზის შედეგად და დამფუძნებელთა გუნდის აუდიტორულ ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილებით დაგროვებული ინტელექტუალური რესურსის კომბინაციით შეიქმნა ინოვაციური ციფრული პლატფორმა trivo, პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას აძლევს, სწრაფად, იაფად და მაღალი სიზუსტით შეაფასონ საკუთარი საგადასახადო რისკები და პროაქტიურად მოახდინონ საჭირო კორექტირება საგადასახადო დეკლარაციებსა თუ ბუღალტრულ ჩანაწერებში.

როგორ მუშაობს trivo?

trivo-ს გამოყენება ძალიან მარტივი:

  • მომხმარებელი, trivo.ge-ზე ირჩევს და ყიდულობს მისთვის სასურველ პაკეტს
  • გადის რეგისტრაციას და საკუთარ RS.ge-ს ანგარიშს უკავშირებს trivo-ს სისტემას (შეჰყავს RS.ge-ს მომხმარებელი და პაროლი).
  • რამდენიმე წუთში, Trivo აგენერირებს დეტალურ რეპორტს, სადაც მოცემულია კომპანიის საგადასახადო რისკები, ამ რისკების წარმოშობის შესაძლო წყაროები და რეკომენდაციები მათი შემცირებისა თუ სრულად აღმოფხვრისთვის.​

რატომ Trivo?

ხელმისაწვდომობა – მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურება ნაკლებად ხელმისაწვდომი სერვისია, რომლის გამოყენებას ხშირად ვერ ახერხებს. ამ ზომის ბიზნესისთვის მიუღებელი ფასები, შემოწმების დიდი დრო (რომელიც თვეების განმავლობაში შეიძლება გაიწელოს) და პროცესების სირთულე მეწარმეებს აიძულებს, საგადასახადო რისკები ატარონ იმ იმედით, რომ საგადასახადო ორგანო მათ არასრდოს შეამოწმებთ (რაც ბუნებრივია პრაქტიკაში ასე არ ხდება). trivo-ს შეთავაზება რევოლუციურია იმ თვალსაზრისით, რომ აუდიტორულ მომსახურებასთან შედარებით მეწარმეს შეუძლია დაახლოებით 20-ჯერ უფრო იაფად მიიღოს დეტალიზებული რეპორტი, საკუთარი კომპანიის საგადასახადო რისკების აღწერითა და შესაბამისი რეკომენდაციებით.

სისწრაფე – ბიზნესისთვის დრო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია. ტრადიციული საგადასახადო შემოწმებები შესაძლოა კვირებიდან თვეებამდე გაგრძელდეს. trivo, მეწარმის საგადასახადო ინფორმაციაზე დაყრდნობით ამ პროცესის ავტომატიზაციას ახდენს და რეპორტის გენერირებას მხოლოდ რამდენიმე წუთში ახერხებს. სისწრაფეს განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება დროულად, ინფორმირებულად და ფაქტებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს. მეწარმე აღარ საჭიროებს მესამე პირების ჩართულობას, საჭირო არ არის ასევე დიდი დრო და ძალისხმევა ინფორმაციის მოსაგროვებლად – ყველაფერს იღებს რეალურ დროში, საკუთარი RS.ge-ს ანგარიშიდან.

სანდოობა – trivo მუშაობს თანამედროვე ალგორითმების გამოყენებით, რომლებიც შექმნილია კვალიფიკაციური საგადასახადო ექსპერტების, ბუღალტრებისა და IT სპეციალისტების ჩართულობით, რაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ პროგრამის მაღალ სიზუსტეს, ხოლო მეორეს მხრივ კლიენტის მგრძნობიარე ინფორმაციის უმაღლეს დონეზე დაცულობას. ინფორმაციის დაცულობა უმნიშვნელოვანესი საკითხია და ხშირად მეწარმეების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ხდება. Trivo-ს გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებლის ფინანსური მონაცემების დაცვას, სისტემა უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის მაღალ ხარისხს, როგორც საერთაშორისო სტანდარტების, ისე ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.​ განსხვავებით ადამიანური შეფასებისგან, რომელიც ყოველთვის შეიცავს სუბიექტურობის და შეცდომის რისკს, trivo უზრუნველყოფს სტაბილურ, თანმიმდევრულ და მიუკერძოებელ შეფასებას.

trivo არის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისა სააგენტოს (GITA) 150 ათას ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული სტარტაპი. GITA-ს დახმარებით სტარტაპმა მოახერხა განევითარებინა ისეთი ალგორითმები, რამაც პროგრამული უზრუნველყოფა რეალურად სასარგებლო და ღირებული გახადა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

trivo-ს გაყიდვები აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება. დაგვიკავშირდით წინასწარ, დაჯავშნეთ მომსახურების თქვენთვის სასურველი პაკეტი და მიიღეთ განსაკუთრებული პირობები.

www.trivo.ge

Tel: +995 597 02 02 99

Email: ma****************@*********om.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *