RBC რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, რომ Turkish Airlines-მა აეროპორტ ვნუკოვოდან, თურქეთში ანტალიის, ბოდრუმის, დალამანისა და სტამბოლის მიმართულებით 20 ფრენა გააუქმა. ამავე აეროპორტიდან სტამბოლისა და ბოდრუმის მიმართულებით ავიარეისები Pegasus Airlines-მაც გააუქმა. კიდევ შვიდი რეისი ანტალიასა და სტამბოლში სანკტ-პეტერბურგიდანაც გაუქმნდა.
„Turkish Airlines-ის შემთხვევაში აქტიური მხოლოდ ერთი სტამბოლის ფრენა რჩება, Pegasus Airlines-ის კი ერთი რეისი ანტალიასა და ერთიც სტამბოლშია აქტიური, თუმცა ალბათ ამათაც გააუქმებენ. 9 მაისზე Turkish Airlines-მა 8 ღამის ავიარეისი სტამბოლსა და ანტალიაში გააუქმა (ამასთან აქტიური რჩება სტამბოლის რეისი). Pegasus Airlines-ს კი ამ თარიღზე ჯერ გაუქმებები არ აქვს“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
რუსული მედია წერს, რომ ფრენების გაუქმებები 15 000-ზე მეტ მგზავრს შეეხება. ანტალიაში 1,5 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა ფრენები რუსეთში გაუქმდა, სასტუმროებში კვებით განათავსეს. დალამანში განთავსების საკითხი ახლა წყდება, ” დღის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა, რომლებიც რუსეთში უნდა გაფრინდნენ, მნიშვნელოვნად გაიზრდება”, – აცხადებენ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.
რუსული მედიის ცნობით, უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმის გამო 6 და 7 მაისს რუსეთის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა. დედაქალაქის აეროპორტებში – ვნუკოვო, დომოდედოვო, ჟუკოვსკი და შერემეტევო თვითმფრინავების მიღება და გაშვება რამდენჯერმე შეჩერდა. შეზღუდვები 7 მაისს, გვიან საღამოს მოიხსნა.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, რამდენიმე ქალაქში შეზღუდვების გამო ორ დღეში სათადარიგო აეროდრომებზე სულ 186 ფრენა გადაინაცვლა შესრულდა. მათგან 165-მა თავდაპირველ დანიშნულების ადგილს ზომების მოხსნის შემდეგ მიაღწია.