USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის დირექტორის მოადგილე სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა.
დარჩიას საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს.
ბიოგრაფია
- განათლება: ბიზნესის ადმინისტრირება – ლინკოლნის უნივერსიტეტი, სან ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ;
- 2005 –2008 წ.წ. – უფროსი ეკონომისტი – საქართველოს ეროვნული ბანკი – მონეტარული ოპერაციებისა და მონეტარული ოპერაციების განყოფილებები. თბილისი, საქართველო;
- 2005 – 2010 წ.წ. – მთავარი ეკონომისტი – საქართველოს ეროვნული ბანკი – რისკების მართვის განყოფილება. თბილისი, საქართველო;
- 2011 –2012 წ.წ. – პენსიის რეფორმის განვითარების მენეჯერი/კონსულტანტი – დელოიტი – USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა. თბილისი, საქართველო
- 2012 –2014 წ.წ. – ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მენეჯერი – ფლეგ ინთერნეიშენელი – USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა. თბილისი, საქართველო
- 2014–2017 წ.წ. – განვითარების და აღსრულების მენეჯერი – ლენდ ო’ლეიქსი – ABADE, USAID-ის განვითარების პროგრამა. ქაბული, ავღანეთი ;
- 2017 –2019 წ.წ. – კვლევის და განვითარების და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების ხელმძღვანელი – სსიპ აწარმოე საქართველოში. თბილისი, საქართველო;
- 2019 –2023 წ.წ. – კომპონენტის ხელმძღვანელი – დი ეი აი გლობალი – USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. თბილისი, საქართველო;
- 2023 –2025 წ.წ. – პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე – პალადიუმ ჯგუფი – USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა. თბილისი, საქართველო.
სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებს/პროექტებს.