„გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე თავად დაადასტურა ის ტყუილები და არასწორი ქმედებები რაც მას უკვე განხორციელებული ჰქონდა სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ და საპირისპიროდ…“ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ხელაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას მან ახსენა ისეთი რამ, რომ მე ეს ყველაფერი გავაკეთე იმიტომ, რომ იქ ადგილზე ხდებოდა, რაღაც გარკვეული გატაცებები“, – განაცხადა ხელაძემ.