VIDEO: „კვარას რამდენიმე სიტყვა ვასწავლე…“ – რა კადრები გავრცელდა ფრანგულ მედიაში

VIDEO: „კვარას რამდენიმე სიტყვა ვასწავლე…“ – რა კადრები გავრცელდა ფრანგულ მედიაში

საქართველოს ნაკრებისა და ლიონის შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ Telefoot-თან ინტერვიუს დროს რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის „ლიონში“ დაბრუნებასა და საქართველოს ნაკრების შესახებაც.

„როდესაც „ლიონთან“ კონტრაქტს ხელს ვაწერდი, სწორედ იმ მომენტზე ვფიქრობდი, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი და სტადიონზე უფროსი გუნდის თამაშების საყურებლად დავდიოდი. აქ კლუბისთვის ახალი ისტორიის დასაწერად მოვედი. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ლიონიდან, რომელიც „ლიონში“ გაიზარდა, შემდეგ კი კლუბთან ერთად ახალი ისტორია დაწერა. დიდებული იქნება, არა?“ – ამბობს მიქაუტაძე.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ამ კომენტარამდე გიორგი მიქაუტაძეს Telefoot-ის ჟურნალისტმა ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა აჩვენა, რომელშიც ქართველი ვარსკვლავი მიქაუტაძეს ერთობლივ მიზნებზე ესაუბრებოდა, ამის შემდეგ კი „ჟორჟმა“ ჟურნალისტს უთხრა, რომ კვარას ფრანგულად რამდენიმე სიტყვა ასწავლა.

დიახ, რამდენიმე ფრანგული სიტყვა ვასწავლე. მიხარია, რომ კვარა აქ, პარიზში თამაშობს. ასევე, სენტ-ეტიენში არის ზურიკო დავითაშვილი“.

ნახეთ კადრები ↓

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *