ავიაკომპანია ასევე დროებით შეწყვეტს ისრაელის, ერაყის, ირანისა და სირიის საჰაერო სივრცეებით სარგებლობას.
“გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავების ფონზე. Wizz Air-ისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მგზავრების, ეკიპაჟისა და თვითმფრინავების უსაფრთხოება. კომპანია აქტიურად აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის სამთავრობო და საავიაციო უწყებებთან.
ავიაკომპანია მაქსიმალურად შეეცდება, შეამციროს შეფერხებები მგზავრებისთვის და ბილეთების მფლობელებს პირდაპირ ავიაკომპანიის ვებსაიტზე დაუკავშირდება ელფოსტით – დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მათ შორის ჯავშნის შეცვლისა და თანხის დაბრუნების შესაძლებლობებზე. მესამე პირის მიერ დაჯავშნილი ბილეთების შემთხვევაში, მომხმარებლებმა შესაბამის სააგენტოებს უნდა მიმართონ.
Wizz Air მადლობას უხდის მგზავრებს თანადგომისთვის, ავიაკომპანია გააგრძელებს ინფორმაციის განახლებას მოვლენების განვითარებასთან ერთად”, – წერია “Wizz Air”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.